ხშირად დასმული კითხვები

სად ვიყიდო კომპიუტერული ტექნიკა საქართველოში?

Nexer არის კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების მაღაზია საქართველოში, რომელიც უკვე 20 წელია ფუნქციონირებს ბაზარზე. კომპანია წარმოდგენილია 3 ფიზიკური ფილიალით თბილისში და ონლაინ მაღაზიით - nexer.ge, სადაც განთავსებულია 4000-ზე მეტი პროდუქტი.

Nexer-ში არსებული პროდუქცია ახალია თუ მეორადი?

Nexer-ში იყიდება მხოლოდ ახალი, ოფიციალური მწარმოებლების მიერ მოწოდებული კომპიუტერული ტექნიკა და აქსესუარები. კომპანია მუშაობს ოფიციალურ დისტრიბუტორებთან და გთავაზობთ მხოლოდ ორიგინალურ პროდუქციას.

როგორ შევიძინო პროდუქტი ონლაინ nexer.ge-ზე?

nexer.ge-ზე პროდუქტის ონლაინ შეკვეთა მარტივია და რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

  • მოძებნეთ სასურველი პროდუქტი საიტზე;

  • დაამატეთ პროდუქტი კალათში;

  • გადადით კალათაში და დაადასტურეთ შეკვეთა;

  • შეიყვანეთ მიწოდების ინფორმაცია და აირჩიეთ მიწოდების მეთოდი;

  • აირჩიეთ გადახდის მეთოდი;

  • დაადასტურეთ შეკვეთა.

რამდენ ხანში ხდება მიწოდება თბილისში?

თბილისის მასშტაბით Nexer გთავაზობთ მიწოდების ორ სერვისს:

  • • სწრაფი მიწოდება – რიგ პროდუქტებზე შესაძლებელია შეკვეთის მიღება საშუალოდ 1–4 საათში. მომსახურების ღირებულება შეადგენს 18 ლარს.

  • • სტანდარტული მიწოდება – ხორციელდება იმავე ან მომდევნო სამუშაო დღეს. 200 ლარამდე შეკვეთაზე მიწოდების ღირებულება არის 8 ლარი, ხოლო 200 ლარის ზემოთ – უფასო.

რამდენ ხანში ხდება მიწოდება რეგიონებში?

მიწოდება ხორციელდება 2–3 სამუშაო დღის განმავლობაში. ტარიფები განისაზღვრება ქალაქისა და პროდუქტის წონის მიხედვით. ზუსტი ინფორმაცია მიწოდების პირობებზე შეგიძლიათ გადაამოწმოთ შეკვეთის გაფორმების ეტაპზე ან დაუკავშირდეთ Nexer-ის კონსულტანტს.

კალათა რჩეული მთავარი პროფილი