სილიკონის გამათბობელი ლითიუმის აკუმულატორისთვის - თერმოსტატით - 230ვ, 200 ვტ, 7-25°C, 440*430მმ
Thumbnail of სილიკონის გამათბობელი ლითიუმის აკუმულატორისთვის - თერმოსტატით - 230ვ, 200 ვტ, 7-25°C, 440*430მმ

  • კოდი: SH-440-430mm
  • ბრენდი: nex
  • კატეგორია: აკუმულატორის აქსესუარები
  • მარაგი: მარაგშია
129.98₾

ლითიუმის აკუმულატორებში დამუხტვისას დაბალი ტემპერატურა უარყოფითად აისახება. იმ შემთხვევაში თუ გარემო ტემპერატურა 1°C ს ჩამოცდება, გვხვდება შემდეგი პრობლემა:

  • BMS ბლოკავს აკუმულატორებში შემავალ დენს
  • აღარ ხდება აკუმულატორების დამუხტვა

ასეთ დროს რეკომენდებულია თერმოსტატიანი გამათბობელი

გამათბობელი თერმოსტატის მეშვეობით აკონტროლებს აკუმულატორის გარე ტემპერატურას, იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა 7°C-ს ჩამოცდება, თერმოსტატი შეკრავს კონტაქტებს და გამათბობელი დაიწყებს ლითიუმის აკუმულატორის გათბობას, იქამდე სანამ ტემპერატურა 25°C არ მიუახლოვდება, ამის შემდეგ, თერმოსტატი კვლავ ამოქმედდება - გახსნის კონტაქტებს და შეაჩერებს გათბობის პროცესს, მანამ სანამ აკუმულატორის გარე ტემპერატურა 7°C არ ჩამოცდება.

მსგავსი მუშაობით გამათბობელი ინარჩუნებს აკუმულატორის უწყვეტ მუშაობას ცივ გარემო პირობებშიც.

ფუნქციონალური შესაძლებლობები

  • საშუალებას აძლევს აკუმულატორს დაიმუხტოს 1°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე
  • ხელს უშლის უჯრედების დაზიანებას და ტევადობის დაკარგვას
  • ინარჩუნებს სისტემის უწყვეტ მუშაობას ცივ კლიმატურ პირობებში
  • იცავს აკუმულატორს მაღალი ტემპერატურისგან

პროდუქტის ტექნიკური მახასიათებლები

ნომინალური ძაბვა: 230 ვ.
ნომინალური სიმძლავრე: 200 ვტ.
თერმოსტატის ტემპერატურული დიაპაზონი:7-25°C

ინსტრუქცია არ არის
კალათა რჩეული მთავარი პროფილი