კვების ბლოკი/დამტენი - NPP-1200-48, MEAN WELL
- კოდი: NPP-1200-48
- ბრენდი: mean-well
- კატეგორია: ინდუსტრიული კვების ბლოკები
- მარაგი: მარაგშია
MEAN WELL-ის ბრენდის NPP-1200 სერიის 48V / 1200Wკვების ბლოკი წარმოადგენს მაღალი საიმედოობის მქონე მრავალფუნქციურ მოწყობილობას, რომელიც თავის თავში აერთიანებს ენერგიის წყაროსა და აკუმულატორის დამმუხტველის ფუნქციებს. იდეალურია სამრეწველო, სატელეკომუნიკაციო, ავტომატიზაციის და ელექტრო ტრანსპორტის (EV) სისტემებისთვის, სადაც საჭიროა მაღალი სიმძლავრის სტაბილური დენის მიწოდება ან/და ბატარეების ეფექტური დამუხტვა.
მოწყობილობა აღჭურვილია აქტიური გაგრილების სისტემით (Thermal controlled DC fan), რომელიცტემპერატურის მიხედვით არეგულირებს ქულერის სიჩქარეს, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ და საიმედო მუშაობას-30°C-დან +70°C-მდეტემპერატურულ დიაპაზონში.
NPP-1200-48 მოდელი გამოირჩევა მაღალი ეფექტურობითა და გამომავალი ძაბვის ფართო დიაპაზონით. შესაძლებელია ვამუშაოთ, როგორც მუდმივი დენის წყაროდ, ასევე სამსაფეხურიან დამმუხტველად (CC/CV/Float) ტყვია-მჟავის GEL და AGM ტიპის აკუმულატორებისთვის. გამომავალი ძაბვისა და დენის პარამეტრები რეგულირებადია ჩაშენებული პოტენციომეტრების მეშვეობით.
მოწყობილობას აქვს მრავალდონიანი დაცვის მექანიზმები: მოკლედ შერთვისგან, გადატვირთვისგან, გადაძაბვისგან და გადახურებისგან დაცვა, ასევე აქვს ავტომატური აღდგენის მექანიზმი. ჩაშენებული Remote ON/OFF კონტროლი და DCOK / Battery Full სიგნალი საშუალებას იძლევა მარტივად ინტეგრირდეს ავტომატიზაციის ან მონიტორინგის სისტემებში.
პროდუქტი შეესაბამება საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებს: IEC/EN/UL 62368-1, IEC/EN60335-1/-2-29, EAC TP TC 004, BS EN/EN55032, EN61000-3-2, EN61000-4-5 და სხვა.
დამატებითი მახასიათებლები
სხვა
- სამუშაო ტემპერატურა:
- -30 °C - 70 °C
- შემავალი სიხშირული დიაპაზონი:
- 47 Hz - 63 Hz
- აქტიური გაგრილება:
- +
- გადატვირთვისგან დაცვა:
- +
- გადაძაბვისგან დაცვა:
- +
- გადახურებისგან დაცვა:
- +
- შემავალი ძაბვის დიაპაზონი AC:
- 90 V - 264 V
- შემავალი ძაბვის დიაპაზონი DC:
- 127 V - 370 V
- გამომავალი ძაბვის ცვლილების დიაპაზონი:
- 42 V - 80 V
- აკუმულატორების სამსაფეხურიანი დამუხტვა:
- +
- გამომავალი ძაბვა DC:
- 48 V
- შემავალი დენის ძალა (მაქს.) DC:
- 6.5 A
- ეფექტურობა:
- 94 %
- გამომავალი დენის ძალა (მაქს.) DC:
- 18 A
- ნომინალური სიმძლავრე:
- 1200 W