Gel აკუმულატორი 12V/100AH - Leoch

Gel აკუმულატორი 12V/100AH - Leoch

  • კოდი: LPG12-100
  • ბრენდი: leoch
  • კატეგორია: ტყვია-მჟავას აკუმულატორები
  • მარაგი: მარაგშია
752.69₾

LPG სერიის GEL ტყვია-მჟავა ტიპის აკუმულატორების ელექტროლიტის სტრუქტურა სილიკატური ჟელესგან შედგება. ჟელე თანაბრად ნაწილდება ტყვიის ფირფიტებზე და იცავს მათ ცვეთისგან, რაც პროდუქტის გამძლეობასა და ხანგრძლივ სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოფს.

აკუმულატორებს აქვთ რეკომბინაციის სტრუქტურა, რომელიც ელექტრორეაქციებით გამოყოფილი წყალბადის და ჟანგბადის გაერთიანებით ხელახლა წარმოქმნის წყალს, ეს კი პროდუქტს მისი დეფიციტისგან იცავს. GEL-ის აკუმულატორებს სტანდარტულ AGM აკუმულატორებთან შედარებით, საშუალოდ 2-ჯერ მეტი სიცოცხლის ციკლი და ექსპლუატაციის ვადა აქვთ.

გამოყენების სფეროები: უწყვეტი კვების წყაროები (UPS), მზის და ქარის სისტემები, ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობები, უსაფრთხოების სისტემები და სხვა.

ფუნქციონალური შესაძლებლობები

  • 12 წლიანი ექსპლუატაციის ვადა (25°C -ზე)
  • 1200 ციკლური სიცოცხლე 50%-იანი განმუხტვისას
  • ხანგრძლივი დროით შენახვის რესურსი: 9 თვემდე 25°C -ზე
  • არ საჭიროებს მომსახურებას

შენიშვნები და რეკომენდაციები

აკუმულატორის სიცოცხლის ხანგრძლივობა შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს, როდესაც სამუშაო ტემპერატურა აღემატება 25C°, ან 9 თვეზე მეტი ვადით შენახვისას, თუ არ მოხდა ხელახლა დამუხტვა.

არ არის რეკომენდებული აკუმულატორი განიმუხტოს 50%-ზე მეტად.

ინსტრუქცია არ არის

დამატებითი მახასიათებლები

სხვა

ნომინალური სამუშაო ძაბვა:
12 V
სიცოცხლის ნომინალური ხანგრძლივობა:
12 წელი
განმუხტვის რეკომენდებული ზღვარი:
50 %
სამუშაო ტემპერატურა დამუხტვისას:
-20 °C - 40 °C
რეკომენდებული სამუშაო ტემპერატურა:
25±3°C;
ნომინალური ტევადეობა:
100 Ah
სიგრძე:
330 მმ
სიგანე:
173 მმ
ტერმინალის ტიპი:
M8;
აკუმულატორის ტიპი:
GEL;
დამუხტვის მაქსიმალური დენი:
25 A
განმუხტვის მაქსიმალური დენი:
1800 A
ციკლების მაქსიმალური რაოდენობა:
1200
სამუშაო ტემპერატურა განმუხტვისას:
-20 °C - 60 °C
წონა:
32.2 კგ
სიმაღლე ტერმინალის ჩათვლით:
218 მმ
კალათა რჩეული მთავარი პროფილი