ლითიუმის აკუმულატორი 24v 100Ah

ლითიუმის აკუმულატორი 24v 100Ah

  • კოდი: LFP24100
  • ბრენდი: leoch
  • კატეგორია: ლითიუმის აკუმულატორები
  • მარაგი: მარაგშია
2,004.89₾

LFP ლითიუმ ფოსფატის აკუმულატორები წარმოადგენენ გამორჩეულ სერიას, რომელსაც მთელი რიგი უპირატესობები გააჩნია AGM და GEL ტიპის აკუმულატორებთან შედარებით: საშუალოდ აქვს 6-ჯერ მეტი სიცოცხლის ციკლი, 2-ჯერ მეტი ექსპლუატაციის ვადა, არ გამოყოფს აირებს, არ საჭიროებს მომსახურებას, არის უფრო მსუბუქი და კომპაქტური, გამოირჩევა ამტანობით ღრმა განმუხტვის მიმართ და შეუძლია ცვალებად ტემპერატურულ პირობებში ეფექტურად მუშაობა.

გამოყენების სფეროები: უწყვეტი კვების წყაროები (UPS), მზის და ქარის სისტემები, ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობები, სამედიცინო აპარატურა, ელექტრომობილები და სხვა.

ფუნქციონალური შესაძლებლობები

  • 20 წლიანი ექსპლუატაციის ვადა (25°C -ზე)
  • 5000 ციკლური სიცოცხლე 80%-იანი განმუხტვისას
  • ფართო ტემპერატურული დიაპაზონი ( -20°C – 60°C )
  • ჩაშენებული აკუმულატორის მართვის სისტემა (BMS)


შენიშვნები და რეკომენდაციები

ლითიუმის აკუმულატორის დამუხტვა რეკომენდებულია მისთვის განკუთვნილი დამტენით.

ლითიუმის აკუმულატორების დამუხტვა ნებადართულია 0 C° გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე.

კონკრეტული სერიის 2-ი აკუმულატორის შეერთება შესაძლებელია მიმდევრობით, ხოლო 4-ის პარალელურად.

ინსტრუქცია არ არის

დამატებითი მახასიათებლები

სხვა

წონა:
23 კგ
რეკომენდებული სამუშაო ტემპერატურა:
25±3°C;
სიცოცხლის ნომინალური ხანგრძლივობა:
20 წელი
ნომინალური ტევადეობა:
100 Ah
LCD ეკრანი:
-
ტერმინალის ტიპი:
M8;
სამუშაო ტემპერატურა განმუხტვისას:
-20 °C - 60 °C
სიმაღლე ტერმინალის ჩათვლით:
218 მმ
სიგრძე:
522 მმ
სიგანე:
240 მმ
აკუმულატორის ტიპი:
Lithium;
ნომინალური სამუშაო ძაბვა:
24 V
დამუხტვის მაქსიმალური დენი:
50 A
განმუხტვის მაქსიმალური დენი:
100 A
ციკლების მაქსიმალური რაოდენობა:
5000
განმუხტვის რეკომენდებული ზღვარი:
80 %
სამუშაო ტემპერატურა დამუხტვისას:
0 °C - 55 °C
LAN /RS485/RS232:
-
მშრალი კონტაქტი:
-
კალათა რჩეული მთავარი პროფილი